9450 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W06P5WFQ გამოქვეყნდა 28 ოქტ 6 ნახვა

Bank of Georgia

Bank of Georgia

დისტანციური SOLO ბანკირი - თბილისი

Bank of Georgia
განაცხადი კომპანიის საიტზე ↗
შეთანხმებით

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური SOLO ბანკირის პოზიციაზე თბილისში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია არ მოიაზრებს დისტანციურად დასაქმებას და პროცესი იმართება მარჯანიშვილის ოფისიდან.

ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა: - მართო და განავითარო სოლო მომხმარებელთა პორტფელი, იზრუნო მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე;

  • აწარმოო აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ სოლო მომხმარებლებთან, გამოავლინო მათი ფინანსური საჭიროებები, გაუწიო კვალიფიციური კონსულტაცია და შესთავაზო მათზე მორგებული საბანკო პროდუქტები;
  • შესთავაზო მომხმარებლებს მათ მიზნებზე ორიენტირებული პროდუქტები/მომსახურება და განახორციელო გაყიდვები დისტანციური არხების მეშვეობით;
  • უზრუნველყო საკრედიტო პროდუქტების განაცხადების მიღება, შევსება და სრულყოფილი დამუშავება;
  • აწარმოო საანაბრე პროდუქტების რეგისტრაცია და ხელი შეუწყო პორტფელში საინვესტიციო და საანაბრე მიმართულებების განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: სასურველია უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების/მომსახურების /საინფორმაციო ცენტრში მუშაობის გამოცდილება. სავალდებულო ცოდნა, უნარები: - ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
  • გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).

ჩვენ გთავაზობთ: - სრულ სამუშაო განაკვეთს - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;

  • მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 ნოემბერი, 2026.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

სივრცის კონსულტანტი - ავლაბრის ს/ც 1

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში კომპანიის საიტი
28 ოქტ

Employee Technology Experience Project Manager

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში კომპანიის საიტი
28 ოქტ

ანაზღაურებადი სტაჟირება განვადების მენეჯერის პოზიციაზე - თბილისი

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია კომპანიის საიტი
28 ოქტ

უსაფრთხოების ადმინისტრატორი - სტეფანწმინდის ს/ც #1

ახალი
TBC Bank სხვა სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში კომპანიის საიტი
28 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა