8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W0XXX3V0 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

ცხოველთა კვების ტექნოლოგი

ევრომიქსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ევრომიქსი" ქართული კომპანიაა, რომელიც ცხოველთა კვების წარმოების მიმართულებით საქმიანობს და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საკვებს სთავაზობს.

კომპანიის საწარმოო მიმართულება მოიცავს საკვებს საქონლის, ღორისა და ქათმისთვის, რაც ფერმერებსა და მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ყოველდღიურ საქმიანობაში სანდო და ხარისხიანი პროდუქციით უზრუნველყოფს.

"ევრომიქსის" მთავარი ღირებულება ხარისხი, პასუხისმგებლობა და მომხმარებელზე ზრუნვაა. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული ბიზნესი იქმნება ადამიანების, პროფესიონალიზმისა და მუდმივი განვითარების საფუძველზე. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის ნდობის მოპოვება და შენარჩუნება, ისე თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ცხოველთა კვების ტექნოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული

პოზიციის შესახებ:

სხვადასხვა სახეობის ცხოველისა და ფრინველისთვის (ქათამი, ღორი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი) მაღალეფექტური, უსაფრთხო და ხარჯეფექტური საკვების რეცეპტურების შემუშავება. წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მართვა და მზა პროდუქციის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** რეცეპტების მართვა: სპეციფიკური რეცეპტების შექმნა ცხოველთა ფაზების მიხედვით

** ღირებულების ოპტიმიზაცია: ნედლეულის ბაზრის ფასების გათვალისწინებით რეცეპტების მუდმივი გადაანგარიშება თვითღირებულების შესამცირებლად

** ტექნოლოგიური პროცესის კონტროლი: დაფქვის, დოზირების, შერევის, ორთქლით დამუშავებისა და გრანულირების რეჟიმების დადგენა

** ხარისხის კონტროლი: შესასყიდი ნედლეულის (მარცვლეული, შროტი, პრემიქსები) და მზა პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზების (პროტეინი, ცხიმი, უჯრედისი, ტოქსინები) მონიტორინგი.

** დანაკარგების მინიმიზაცია: საწარმოო ხაზზე ნედლეულის ტექნოლოგიური დანაკარგების კონტროლი და ნორმების დადგენა.

** სტანდარტების დაცვა: ბიოუსაფრთხოების შიდა რეგულაციების დანერგვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება აგრარული, ვეტერინარული ან კვების ტექნოლოგიის მიმართულებით.

** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომბინირებული საკვების მულტიფუნქციურ საწარმოში.

** პროგრამული ცოდნა: ცხოველთა კვების ფორმულირების სპეციალური პროგრამების ფლობა

** სპეციფიკური ცოდნა: ფრინველის, ღორისა და რუმინანტების მონელების ანატომიისა და კვების ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნა

** ინგლისური ენის ცოდნა: B2

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

** პრობლემების სწრაფი გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

** გუნდური მუშაობისა და საწარმოო ხაზის ოპერატორებთან კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება 12 თვის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "ევრომიქსისათვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევრომიქსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის