მზარეული
სკოლა აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის 44 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9 საათი ანაზღაურება: 90 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით) დასვენების დღეები: სკოლის არდადეგებისა და ოფიციალური დასვენების პერიოდში
ძირითადი მოვალეობები:
- მოსწავლეებისთვის ყოველდღიური კვების მომზადება;
- მენიუს შესაბამისად კერძების მომზადება;
- საკვები პროდუქტების მიღების, შენახვისა და მომზადების წესების დაცვა;
- სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- საკვების ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა;
- HACCP-ის მოთხოვნებისა და პროცედურების დაცვა;
- სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სკოლის სასადილოში, საბავშვო ბაღში ან ბავშვთა კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- HACCP-ის სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის დაცვა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და საქმისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- დასვენებას სკოლის არდადეგებისა და დასვენების პერიოდში;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე და გთხოვთ, წერილის Subject ველში მიუთითოთ: "მზარეული".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.