8228 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W3MMHKCE გამოქვეყნდა 1 სექ 2 ნახვა

იურისტი გაყიდვების ოფისში

MAQRO Development გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფისში იურისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ნოე რამიშილის 30 სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე ანაზღაურება შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები: - იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა (ხელშეკრულებები, შეთანხმებები და სხვა…); - მომზადებული დოკუმენტების ორმხრივად ხელმოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერილი ეგზემპლარების დაბრუნების მონიტორინგი და მათი დაარქივება; - სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; - ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - პუნქტუალობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი - მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი - ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება - ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებული; - ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა; - უმაღლესი (იურიდიული) განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე გაყიდვების სფეროში (სამშენებლო სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); - ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, უცხო ენები: ინგლისური და რუსული პროფესიული და სასაუბრო მაღალ დონეზე - საოფისე პროგრამების ცოდნა;

კომპანია თავის მხრივ უზრუნველყოფს: ერთჯერად კვებას, კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით), კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სასურველია ორენოვანი ინგლისურ-ქართული) მისამართზე: სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MAQRO Development
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა