7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W3RAXY9P გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი

აბლი ბაბლი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
₾1200–1500 / თვეში ბოლო ვადა:

აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი მოლი

თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ვის ვეძებთ? - ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს; - პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი; - ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა.

უპირატესობად ჩაითვლება: - ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ან დასრულებული განათლება; - საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები - ბავშვების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა; - სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; - ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა; - სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობის შეთავაზება და ჩატარება; - სტუმრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნა.

სამუშაო პირობები - სამუშაო საათები: 10:00 – 22:00 - ცვლა: 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათიანი შესვენებით), მცოცავი გრაფიკით - დასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი)

სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკის შეთავაზება. ანაზღაურება: ანაზღაურება შეადგენს 1 200–1 500 ლარს. პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით და განიხილება გასაუბრების დროს.

თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ბავშვებთან ერთად პოზიტიურ და მხიარულ გარემოს შექმნის, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ablibabli.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
აბლი ბაბლი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა