გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W4CSY3VG გამოქვეყნდა 2 ნოე 5 ნახვა

PR სპეციალისტი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ PR სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • PR კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
  • საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
  • პრესრელიზების მომზადება კომპანიის მიმდინარე პროექტების, სიახლეების, მიღწევებისა და ღონისძიებების შესახებ;
  • პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • მედიაში კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის რეპუტაციის მართვისა და კრიზისული კომუნიკაციების პროცესში ჩართულობა;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა