8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W4Y13Z21 გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

მარკეტინგის უფროსი მენეჯერი

Blue Waters გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

თუ გაქვს გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, "ბლუ უოთერსი" ეძებს ადამიანებს მარკეტინგის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე!

ვებგვერდი და კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია: Blue Waters

პოზიციის მიზანი:

კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/მართვა და ხარისხიანი ლიდების უწყვეტი ნაკადის უზრუნველყოფა გაყიდვების გუნდისთვის.

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება: კომპანიის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა და მათი აღსრულების მონიტორინგი; ** ბრენდის განვითარება. ცნობადობის გაზრდა (როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული) დაგეგმვა, გაშვება და შედეგების შეფასება; ** მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალური განაწილება, კონტროლი და ROI-ს მაქსიმიზაცია; ** მარკეტინგის გუნდის მართვა, მოტივირება და მუშაობის კოორდინაცია; ** ციფრული რეკლამების (Google Ads, Meta Ads და ა.შ.) სტრატეგიული ზედამხედველობა ლიდების გენერაციისა და გაყიდვების ზრდისთვის; ** კონტენტ-სტრატეგიის გაწერა, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა ციფრული არხების კონტენტ-გეგმის გამართვა, ქოფის და ბრიფის მომზადება და აღსრულების მონიტორინგი; ** ანალიტიკა და რეპორტინგი: მარკეტინგული კამპანიების მუდმივი მონიტორინგი, ძირითადი მეტრიკების ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კორპორატიული ნომერი და სატელეფონო ლიმიტი; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** ტექნიკური უნარები: სარეკლამო პლატფორმების და ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება.

არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/seniormarketingmanager/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Blue Waters
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის