კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
"REGON" არქიტექტურული ფასადის მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით საქმიანობს. ჯგუფში შემავალ კომპანიებთან ერთად, REGON უზრუნველყოფს შენობების ფასადების სრულ მიწოდების ჯაჭვს — მასალების შერჩევიდან და მომარაგებიდან ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და პროექტის განხორციელების ჩათვლით.
პოზიციის მიზანი:
კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2, 500 ლარი + ბონუსი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობისა და არსებული კომერციული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე ორწლიანი გაყიდვების გეგმის შემუშავება დამფუძნებლებთან ერთად;
- დამტკიცებული გეგმის შესაბამისად გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობებისა და სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრა;
- სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში პოტენციური კლიენტებისა და პროექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის მართვა;
- კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება, მათი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- კომპანიის საინჟინრო და საოპერაციო გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტებისთვის ოპტიმალური შეთავაზებების მოსამზადებლად;
- გაყიდვების შედეგების პერიოდული შეფასება, გეგმის შესრულების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო სექტორში, სამშენებლო მასალების ან ტექნიკური პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
- კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი შეხვედრებისა და ბიზნესღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის ბიზნესლანჩების დაგეგმვა და ჩატარება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მიზნით;
- კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, მშენებლობის, ინჟინერიის ან არქიტექტურის მიმართულებით სავალდებულოა.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- შედეგზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივის გამოჩენისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების აღმოჩენის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობას და შესაბამისი performance/project-based bonus სისტემას.
პოზიცია ექვემდებარება მმართველ პარტნიორს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.