გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W6XF9QC2 გამოქვეყნდა 30 ოქტ 55 ნახვა

ინგლისურენოვანი ტუტორი

სკოლა ახალი თაობა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

სკოლა "ახალი თაობის" ამერიკული პროგრამა სკოლა "ახალი თაობის" ამერიკული პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ტუტორის პოზიციაზე.

ტუტორი უზრუნველყოფს ინგლისურენოვან ამერიკულ პროგრამაში ჩართული მოსწავლეების აკადემიურ მხარდაჭერას - მუშაობს ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებთან, როგორც გაკვეთილის ფარგლებში, ისე მის გარეთ, საგნის მასწავლებლებთან და პროგრამის კოორდინატორთან მჭიდრო კოორდინაციით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  • უმაღლესი განათლება განათლების, ინგლისური ფილოლოგიის ან შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით
  • ინგლისური ენის ფლობა მოსწავლეებთან ინგლისურ ენაზე მუშაობისთვის საკმარის დონეზე (მინიმუმ B2)
  • სასკოლო ასაკის ბავშვებთან მუშაობის სულ მცირე, 3 წლიანი გამოცდილება სწავლების, რეპეტიტორობის, მენტორობის ფორმატში
  • მასწავლებლის მომზადების პროგრამის სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • მოსწავლეთა ინდივიდუალური და მცირე ჯგუფური აკადემიური მხარდაჭერა ინგლისურენოვან საგნებში
  • პროგრამაში ახლად ჩართული ან ინგლისური ენის განვითარების ეტაპზე მყოფი მოსწავლეების მხარდაჭერა
  • მოსწავლეთა მეთვალყურეობა და მხარდაჭერა დამოუკიდებელი მუშაობის, საშინაო დავალებისა და კონსულტაციის საათებზე
  • მიმაგრებული მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი და გაწეული მხარდაჭერის აღრიცხვა
  • საგნის მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა პროგრესისა და საჭიროებების შესახებ
  • ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერა სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით
  • პროფესიულ განვითარებასა და სკოლის აქტივობებში მონაწილეობა

საჭირო კომპეტენციები

  • სასწავლო მასალის ინგლისურ ენაზე გასაგებად ახსნის უნარი მოსწავლის დონის შესაბამისად
  • მოსწავლის სირთულის ნამდვილი მიზეზის იდენტიფიცირებისა და მიდგომის შესაბამისად ადაპტირების უნარი
  • მოთმინება და ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფთან მუშაობის უნარი
  • ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და ინგლისურენოვანი პროგრამის მოთხოვნების ცოდნა (უპირატესობა)
  • ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა
  • გუნდურად მუშაობისა და წამყვანი მასწავლებლის სასწავლო გეგმის მიყოლის უნარი

პიროვნული თვისებები

  • კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს ბავშვებისა და მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი და ემპათიური დამოკიდებულებით, ემოციური მდგრადობითა და ტაქტით
  • აუცილებელია მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის კულტურა
  • სასურველია ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • მოსწავლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად და პასუხისმგებლობით მართვა

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია / CV (სასურველია ინგლისურად)
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ატესტატი, დიპლომი)
  • ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით
  • კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ
  • ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ
  • შერჩევის პროცესი
  • შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე და მოსწავლესთან მოკლე პრაქტიკული დავალების ან სამოდელო სასწავლო სიტუაციის შესასრულებლად.

ჩვენ გთავაზობთ

  • ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან შეთანხმებით
  • სასიამოვნო, გუნდური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები
  • პოზიტიური სასკოლო კულტურა, ორიენტირებული მოსწავლეთა სწავლასა და კეთილდღეობაზე
  • განაცხადის გაგზავნა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ინგლისურენოვანი ტუტორი".

სკოლა "ახალი თაობა" - ამერიკული განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის. სკოლაში დასაქმებასა და შერჩევის პროცესში სრულად გამოირიცხება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა