ბელბოი / უსაფრთხოების ადმინისტრატორი
BOYGAR’S ეძებს ბელბოის / უსაფრთხოების ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიის უსაფრთხოებას, წესრიგს და სტუმრების თავაზიან მომსახურებას.
ანაზღაურება: 1300 ლარი სამუშაო გრაფიკი: ცვლებით - 5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება ლოკაცია: 15 შოთა რუსთაველის გამზირი #15
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების/კლიენტების მისაღებად მაღაზიის კარის გაღება და თავაზიანი დახვედრა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად; - სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულებისას მაღაზიის სივრცეების შემოწმება და პრობლემების დაფიქსირება; - ვიდეოკონტროლის საშუალებით შიდა და გარე სივრცეების მონიტორინგი და დარღვევების შემთხვევაში მენეჯმენტის ინფორმირება შესაბამისი ცვლის განმავლობაში; - საჭიროების შემთხვევაში ოპერაციულ პროცესებში დახმარება (დატვირთვა/გადმოტვირთვა, პროდუქციის საწყობიდან სავაჭრო დარბაზში გადატანა).
მოთხოვნები: - დისციპლინა, ყურადღება დეტალების მიმართ, სწრაფი რეაგირება და კონფიდენციალურობა; - ფიზიკური გამძლეობა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიულ გუნდს და მკაფიო სამუშაო პროცესებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე.
CV-ს გაგზავნის ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.