8579 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W7RVBSCM გამოქვეყნდა 8 სექ 2 ნახვა

EBIT Group

EBIT Group

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

EBIT Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (http://www.ebit.ge).

ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.

ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.

ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: საოფისე

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

** გრაფიკი: 9-18 სთ ან 10-19 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიების ფინანსური, კომერციული, ოპერაციული მონაცემების (ბრუნვათა უწყისი, გატარებები, გაყიდვები, ხარჯები და სხვა) შეკრება, გადამოწმება და სტრუქტურირება ფინანსური ანალიზისთვის.

** ფინანსური ანგარიშგების/მენეჯერული რეპორტების და სხვადასხვა დასტანდარტებული ანალიტიკური ფაილების მომზადება.

** ბიუჯეტირების/პროგნოზირების პროცესის მხარდაჭერა: ფაქტობრივი მონაცემების შეტანა, ბიუჯეტთან/პროგნოზთან გადახრების ანალიზი და ტექსტური კომენტარების პირველადი ვერსიის შექმნა.

** ფულადი სახსრების (Cash Flow) დაგეგმვის მხარდაჭერა: თვიური/კვირეული პროგნოზის განახლება, დებიტორ-კრედიტორების მონიტორინგი.

** პროექტების, პროდუქტების და სერვისების ჭრილებში მომგებიანობის ანალიზის მომზადება (გაყიდვები, მარჟა).

** ხარჯების დეტალური რეპორტინგის მომზადება და კონტროლი; მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხარჯების გამოთვლაში მონაწილეობის მიღება (თანამშრომელთა ხელფასების, ბონუსების, მარკეტინგული ქეშბექების და სხვა).

** კლიენტთან შეხვედრებისთვის პრეზენტაციების, გრაფიკებისა და დამატებითი მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და ცოდნა

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით

** პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

** PowerPoint-ის ბაზისურ დონეზე ცოდნა

გამოცდილება: ფინანსების მართვის (ან ფინანსური აუდიტის) მიმართულებით მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში: სხვადასხვა ინდუსტრიის ფინანსებთან მუშაობა უნიკალურ გამოცდილებას, რასაც სხვაგან წლები დასჭირდებოდა.

** პროფესიული ზრდა: IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსის და კომპანიის სხვა კურსების გავლას

** კარიერული ტრანსფორმაცია: ანალიტიკოსიდან გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯერამდე სწრაფ ზრდას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე:

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 21 სექტემბერი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ, მოგვმართოთ:. ამ ვაკანსიაზე რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
EBIT Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის