ფასიანი ქაღალდების სერვისის სპეციალისტი
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე ფასიანი ქაღალდების სერვისის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: სათაო მოქმედების ვადა: 06 /11/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა ფასიანი ქაღალდების მომსახურების ცენტრი ეძებს თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება ფასიანი ქაღალდების ყოველდღიური ოპერაციების მართვაში, კლიენტებისა და პარტნიორების მომსახურებასა და საოპერაციო პროცესების განვითარებაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები: - ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გარიგებების დამუშავება, ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი და წარმოშობილი საკითხების მოგვარება; - ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი ნაშთების რეკონსილაცია, სხვაობების მოკვლევა და მონაცემების სიზუსტის კონტროლი; - კორპორაციული ქმედებების, მათ შორის კუპონების, დივიდენდებისა და ფასიანი ქაღალდების დაფარვების დამუშავება; - შიდა და გარე ანგარიშგების მომზადება, მომსახურების საკომისიოების გამოთვლა, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი; - კლიენტებთან და პარტნიორებთან საოპერაციო საკითხებზე კომუნიკაცია; - ახალი კლიენტების მიღებისა და ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა საოპერაციო მიმართულებით; - ახალი სისტემებისა და ფუნქციონალების ტესტირებასა და დანერგვაში მონაწილეობა; - საოპერაციო პროცედურების მომზადება და არსებული პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
კვალიფიკაცია - მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, საბროკერო ან საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებით; - ფინანსური ინსტრუმენტებისა და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის ცოდნა; - Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა; - AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
საჭირო უნარები - დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; - ანალიტიკური აზროვნება და საკითხების დამოუკიდებლად მოკვლევის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; - ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/Cvw9D
დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.