მონიტორინგის თანამშრომელი
"ნატურალი“ - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის დამომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათიმოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია ,,მონიტორინგის თანამშრომლის„ პოზიციაზე.
ვაკანსის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს თქვენ ირჩევთ სასურველ სამუშაო გრაფიკს:
- დღის ცვლა: სამუშაო დრო: ორი დღე სამუშაო ცვლა, ორი დღე დასვენება, 08:00-20:00 ან 09:00-21:00 სთ ცვლებით
- ღამის ცვლა: სამუშაო დრო: დასვენება ყოველ მეორე დღეს, 20:00-08:00 ან 21:00-09:00 სთ ცვლებით.
ანაზღაურება მოხდება შერჩეული გრაფიკის შესაბამისად:
- დღის ცვლა: 1100 ლარი (ხელზე ასაღები ანაზღაურება)+ ღამის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
- ღამის ცვლა: 1300 ლარი (ხელზე ასაღები ანაზღაურება).
- კომპანია ასევე გთავაზობთ კვებით უზრუნველყოფას და ბონუსს შესრულებული საქმიანობიდან.
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო ობიექტის ვიდეომონიტორინგი როგორც დისტანციურად ასევე ფიზიკურად.
- ჩართულ კამერებთან მუშაობა,ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი.
- წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში,
- უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება და დროული რეაგირების მოხდენა.
- ყოველკვირეული რეპორტების წარმოება და წარდგენა, როგორც დარღვევებთან მიმართებაში ასევე გამოსწორებულ შედეგებზე.
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი და შემჩნეული ფაქტების იდენტიფიცირება/რეპორტინგი თვეში ერთხელ.
- დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავსს პოზიციაზე მუშაობა (სასურველია)
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და მონაცემების გადმოსაგზავნათ გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://naturali.selfrecruit.ge/s/Kapj7 ნატურალი გისურვებთ წარმატებას!