8204 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WAAAVB78 გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

უნივერსალური მოლარე

Hash Bank გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

** პოზიციის დასახელება: უნივერსალური მოლარე. ** სამუშაო განრიგი: ცვლადი. ** ოფისის მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის გამზირის 25/ლუკა ასათიანის 1.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების შესრულება ბანკის შიდა პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისად; ** სალაროში ნაღდი ფულის მიღება და გაცემა კლიენტებთან ანგარიშსწორებისას; ** ვალუტის გაცვლის ოპერაციების შესრულება მოქმედი კურსების საფუძველზე; ** ფულის ნამდვილობისა და ვალუტის შემოწმება; ** კლიენტის იდენტიფიკაციის წესების ზედმიწევნით დაცვა; ** სალაროსთვის დადგენილი ლიმიტების დაცვა; ** ფულის ნაშთის კონტროლი სამუშაო დღის განმავლობაში და დღის ბოლოს; ** განხორციელებული ოპერაციების ზუსტი და დროული ასახვა და საჭირო დოკუმენტაციის უშეცდომოდ წარმოება; ** სალაროს უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა; ** ბანკის შიდა რეგულაციების და ბანკის მარეგულირებელი ორგანოს (ეროვნული ბანკის) მოთხოვნების დაცვა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის უზრუნველსაყოფად (AML/CFT); ** საჭიროებისამებრ, ნაღდი ფულის ინკასაციის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა კონსულტაცია საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით; ** ანგარიშზე თანხების შეტანა/გატანა და შესაბამისი საბანკო დოკუმენტაციის შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სასურველია უმაღლესი განათლება. ** საბანკო სისტემაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** საბანკო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** ნაღდი ფულისა და ვალუტის სტანდარტების ცოდნა; ** სალაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სერტიფიცირება (ყალბი ფულის ამოცნობა, ნაღდ ფულთან მუშაობა, უსაფრთხოების სტანდარტები და სხვა) ჩაითვლება უპირატესად; ** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** MS Office-სთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: hiring@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი 2026. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: უნივერსალური მოლარე

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hash Bank
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა