7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WAZTJK7D გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

პრისეილერი / სავაჭრო აგენტი

იზი ბითუბი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია"იზი ბითუბ-ი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე, საკუთარი ავტომობილით. სამუშაო ადგილი: თბილისი.

პირობები: სამუშაო საათები - 8:30-18:00. სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება - ფიქსირებული +ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. - საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.

ძირითადი მოვალეობები: - არსებული ქსელის მართვა. - ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა. - მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. - გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; - პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები: - მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი; - კომუნიკაბელურობა; - მიზანდასახულობა; - მოწესრიგებულობა. - პრეზენტაბელურობა. - პასუხისმგებლიანობა - შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე mikheili.revazishvili@gmail.com ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია ,,იზი ბითუბი“-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1(ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
იზი ბითუბი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა