კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "კაბინეტ თბილისი"-ის გუნდი უკვე 10 წელზე მეტია რაც საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს სასურველი დიზაინითა და თანამედროვე მასალებით შექმნილ ავეჯს.
გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებს გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდს - "კაბინეტ თბილისში" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ!
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ავჭალა სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი), დამატებით რეალიზაციის პროცენტი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბაზის მოძიება/შექმნა და პერიოდული განახლება;
- პოტენციურ პარტნიორ/დამკვეთ კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია და თანამშრომლობის შეთავაზება;
- შეხვედრების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
- შოურუმში მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შეკვეთის ჩაბარებამდე სრული ციკლის მართვა, ჩაბარების შემდგომ დამკვეთის კმაყოფილების საბაზისო კვლევა;
- კომერციული წინადადებების გაგზავნა და შემდგომი კომუნიკაცია;
- დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
- გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
- CRM სისტემაში ან შესაბამის ბაზაში პარტნიორებისა და დამკვეთების შესახებ ინფორმაციის განახლება;
- სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის კატალოგისა და მიმდინარე პროცესების სრულყოფილად ცოდნა;
- თვის, კვარტლისა და წლის რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; ** სასურველია ავეჯის წარმოება/რეალიზაციის ან/და ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მინიმალური დონე - Upper Intermediate; ** სასურველია დამატებით უცხო ენების ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
პერსონალური უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები შეესაბამება გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას, გადმოგვიგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.