საწყობის მენეჯერი
ევროპული საცხობების ქსელი "აუგუსტი" ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.
თბილისში წარმოდგენილია 9 ფილიალით და ერთი ცენტრალიზებული საწარმოთი, სადაც მზადდება პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები და სხვა პროდუქტები.
პოზიცია: საწყობის მენეჯერი
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული (07:00-16:00) შაბათ-კვირა დასვენება
- ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4
- ანაზღაურება: 1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- 5-დღიან სამუშაო კვირას, შაბათ-კვირას დასვენება
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს წარმოების გუნდთან ერთად
- კვებაზე -30% ფასდაკლებას
- სამოტივაციო წახალისებებს
საწყობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების კონტროლი;
- მარაგებისა და ნაშთების მუდმივი კონტროლი და შევსება;
- პროდუქციის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- საწყობიდან გაცემული/დაბრუნებული მასალების აღრიცხვა;
- შეკვეთების მიხედვით ნედლეულის დროული მომარაგების ორგანიზება;
- ყოველდღიური ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და წესრიგის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ლიდერობა და სწორი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და კანდიდატებს აფასებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით; ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე ან დარეკოთ ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.