ბუღალტერი
რესტორანი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
მდებარეობა: მცხეთა სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობა)
ბუღალტრის მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით; ** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი; ** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება; ** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა; ** სალაროს და ინკასაციის კონტროლი ** დებიტორებთან შედარება და ჩარიცხვების კონტროლი ** ინვოისის გამოწერა ** მასალა/ნედლეულის ჩამოწერა ** შიდა ტრანსფერების კონტროლი ** პროგრამაში გატარების შესრულება ** აღწერებში მონაწილეობის მიღება (თვეში ერთხელ) ** სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** წარმოების ცოდნა და გამოცდილება ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლის ** ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ფინა)
პიროვნული თვისებები და უნარები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ ** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი ** გუნდში მუშაობის უნარი ** ანალიტიკური აზროვნება ** დროის ეფექტურად მართვის უნარი
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tevzadzenini1979@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 508004.
გისურვებთ წარმატებებს!