პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

WHSMG9PN გამოქვეყნდა 10 ნოე 10 ნახვა

სარწყავი და სადრენაჟე სისტემის სპეციალისტი

Pool Care გარე განცხადება
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 11 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "PoolCare" ეძებს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტს.

გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკეთოთ საქმე, რომელიც გიყვართ. დაგხვდებათ მეგობრული სამუშაო გარემო, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საინჟინრო პროექტების მომზადება (საირიგაციო, სადრენაჟე და ჰიდროტექნიკური მიმართულებით);
  • ტექნიკური დავალებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასება და პროექტირების წინაპირობების განსაზღვრა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
  • საველე გასვლებში მონაწილეობა და მონაცემების შეგროვება/დამუშავება;
  • პროექტების კორექტირება მიღებული შენიშვნების საფუძველზე;
  • პროექტის ეტაპობრივი ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ჰიდროტექნიკის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
  • საპროექტო სამუშაოების გამოცდილება (სასურველია სარწყავი/სადრენაჟე სისტემების მიმართულებით);
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და დამუშავების უნარი.

აუცილებელი უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • მართვის მოწმობა B კატეგორია ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით

ჩვენ გთავაზობთ:

სტაბილურ ანაზღაურებას: 1000 ლარი; სამუშაო გრაფიკს: შეთანხმებით; საინტერესო პროექტებში მონაწილეობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე, სათაურის ველში მიუთითონ "სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტი".

გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ვებსაიტს: http://www.poolcare.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა