გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WQ13P3K5 გამოქვეყნდა 5 ნოე 31 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ელვარე გარე განცხადება
₾1300 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,288 ₾ · 160 განცხადება ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: 1300 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში) და ბონუსი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: მეოთხე თვიდან
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა №135.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებელთა კვალიფიციური მომსახურება და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • შეკვეთების დარეგისტრირება პროგრამაში/ინვოისის მომზადება;
  • მარაგების კონტროლი;
  • გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და სრულად ორგანიზება (მათ შორის, მაღაზიაში საკაბელო პროდუქციის მოწესრიგებულად განლაგება და საჭიროების შემთხვევაში - მომხმარებლისთვის პროდუქციის მანქანამდე მიტანა).
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების ეფექტურად შესრულება.

მოთხოვნები

  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა