9743 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WS2ZMF3J გამოქვეყნდა 22 ოქტ 10 ნახვა

უფროსი იურისტი

ბი თი ქეი აი რეილვეის გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

„ბი თი ქეი აი რეილვეისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი იურისტი

კომპანიის აღწერა: შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

სამუშაოს აღწერა: - კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა - ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმების, ოქმების, გადაწყვეტილებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა - კომპანიის კორპორაციულ-სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის პარტნიორთა კრების, დირექტორატის, საკოორდინაციო საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაში მონაწილეობა - პარტნიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონტრაგენტებთან ურთიერთობის ფარგლებში სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე განმარტებებისა და რეკომენდაციების მომზადება - შრომით-სამართლებრივ საკითხებზე დოკუმენტაციის, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა მასალების მომზადებაში მონაწილეობა - უძრავი და მოძრავი ქონების რეგისტრაციასთან, სარგებლობასთან და სხვა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების წარმოებაში მონაწილეობის მიღება - კომპანიის მიერ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან, მართვასთან, გადაცემასთან, მიღება-ჩაბარებასთან, ქონებრივ საკითხებთან და საკრედიტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა - კომპანიის შიდა ნორმატიული აქტების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა - სასამართლო, საარბიტრაჟო და ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა - მოქმედი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) - იურიდიული დოკუმენტების ქართულ და რუსულ ენაზე მომზადება - იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი)

პიროვნული მახასიათებლები: - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი - შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი - გუნდური მუშაობის უნარი - საბუთების წარმოდგენის წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა