7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WTSMXYPP გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტი

ორბი ჯგუფი თბილისი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს „ორბი ჯგუფი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები - სასაწყობე პროცესების კოორდინაცია და ოპერაციების ეფექტიანი მართვა; - ამწე-დამტვირთველების გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი; - მასალებისა და პროდუქციის მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესების კონტროლი; - FIFO/FEFO პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა; - ძირითადი საშუალებების დაბარკოდების ორგანიზება; - ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა; - სასაწყობე სივრცეების ორგანიზება და მარაგების სწორი განთავსების კონტროლი; - დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, ინსტრუქტაჟი და დისციპლინის კონტროლი; - შრომის უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვა; - საჭირო დოკუმენტაციისა და საბაზისო პროგრამული ოპერაციების შესრულება; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საწყობში/ლოგისტიკაში კადრების მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (საწყობის უფროსი, მიმართულების მენეჯერი ან ჯგუფის ხელმძღვანელი); - მარაგების აღრიცხვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C); - MS Word-ისა და Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე; - ინგლისური ენის ცოდნა; - სასურველია რუსული ენის ცოდნა (საწყის დონეზე).

პიროვნული უნარები - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; - ანალიტიკური აზროვნება; - გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები აღნიშნული პოზიციის მოთხოვნებს შეესაბამება და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV – etopuria@orbi.net-ზე.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: „სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტი“.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ორბი ჯგუფი თბილისი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა