8872 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WVA9J6PF გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი

სტუდია ეი-დი-სი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის პოზიციაზე "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისში.

ორგანიზაციის შესახებ

"სტუდია ეიდისი" არის არამომგებიანი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში. ჩვენი მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ჩართულობის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები.

ასევე, 18 წლის ზემოთ რთული ქცევის მქონე შშმ პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით.

ძირითადი მოვალეობები:

ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის ფუნქცია-მოვალეობაა, მომსახურება გაუწიოს ბენეფიციარს მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მოიცავდეს:

** რთული ქცევის მქონე ბენეფიციარების მხარდაჭერას თვითმოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაში;

** დახმარება კვებაში, პირადი ჰიგიენის დაცვასა და სხვა ყოველდღიურ საქმიანობებში;

** ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

** საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების დროულად მიღებაზე ზრუნვა (ექიმის დანიშნულების შესაბამისად);

** ბავშვის საჭიროებებზე მორგებული აქტივობების (გარე/შიდა) დაგეგმვა და განხორციელება;

** სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;

** დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების მხარდაჭერა;

კანდიდატის მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი)

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება

სასურველი უნარები:

** ემოციური სტაბილურობა;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** პოზიტიური და მხარდაჭერისკენ ორიენტირებული მიდგომა;

** საიმედოობა და პროფესიული ეთიკის მაღალი დონე;

** ბავშვის საჭიროებების აღქმისა და სათანადო რეაგირების უნარი.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ, ინკლუზიურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;

** პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას (ტრენინგები, კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები);

** სფეროს პროფესიონალებთან მუშაობას.

შერჩევის ეტაპები:

1. ელექტრონული განაცხადების განხილვა

2. გასაუბრება

განაცხადის წარდგენა

გთხოვთ, თქვენს მიერ შედგენილი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. Subject ველში მიუთითეთ: "ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი (თბილისი)"

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სტუდია ეი-დი-სი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის