ინგლისური და რუსული ენების თარჯიმანი
მთარგმნელობითი კომპანია შპს "ოფისი შენთვის" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურ-რუსული ენების მთარგმნელის/თარჯიმნის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:30 – 18:00 სთ ანაზღაურება: გამომუშავებით (შეთანხმებით)
ძირითადი მოვალეობები: - სხვადასხვა სფეროსა და თემატიკის დოკუმენტებისა და ტექსტების წერილობითი თარგმანი (ინგლისურიდან/რუსულიდან ქართულად და პირიქით). - საჭიროებისამებრ, ზეპირი თარგმანის (თანმიმდევრული) უზრუნველყოფა. - თარგმნილი მასალის სტილისტური და გრამატიკული გამართულობის შემოწმება. - შესრულებული სამუშაოს დადგენილ ვადებში ჩაბარება. - სხვა ენებზე შემოსული მასალის გადამისამართება შესაბამისი ენის მთარგმნელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, უცხოური ენების ან შესაბამის მიმართულებით (სასურველია) - რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (როგორც წერითი, ისე ზეპირი ფორმით). - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მისასალმებელია, თუმცა არ არის სავალდებულო. - საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) და თანამედროვე მთარგმნელობითი ხელსაწყოების ცოდნა. - დეტალებზე ორიენტაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - მუშაობას ჩვენი კომპანიის ახალ ფილიალში, პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში. - სტაბილურ სამუშაო საათებს: 09:30-დან 18:00 საათამდე. - კონკურენტულ ანაზღაურებას გამომუშავებით, რაც საშუალებას გაძლევთ თავად განსაზღვროთ თქვენი შემოსავალი. - პროფესიულ განვითარებას: გამოცდილების ნაკლებობის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებსა და მენტორობას.
განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: officeforyou2022@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (თარჯიმანი). გისურვებთ წარმატებას!