9760 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WX1BVPKB გამოქვეყნდა 3 ოქტ 4 ნახვა

მოდუსი

მოდუსი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მოდუსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. მის: ქ. თბილისში, რ. აგლაძის N51.

სამუშაო აღწერილობა: - შემომავალი ზარების მართვა და მომხმარებლების კვალიფიციური მომსახურება; - კომპანიის სოც. ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება; - მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება; - საჭიროების შემთხვევაში ზარის/მოთხოვნის შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა; - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - მომხმარებლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია (კომპანიის მომსახურების სტანდარტის შესაბამისად); - კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას; - ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - უფასო კვებას; - Fit-pass-ს; - ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GuJW1Khb

გისურვებთ წარმატებებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მოდუსი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა