დიასახლისი
სასტუმრო "კოსტე" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
დამსაქმებლის მოთხოვნები:
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროს პროცედურების მიხედვით ოთახების დასუფთავება;
- ჭუჭყიანი თეთრეულის, პირსახოცის, ხალათის გამოცვლა;
- ნაგვის გატანა;
- ოთახის ამენითების შევსება და მარაგის კონტროლი;
- ხალიჩების მტვერსასრუტით გაწმენდა სტუმრის ოთახში, დერეფანში და ლიფტების წინ;
- ნებისმიერი ხარვეზის, დანაკარგის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
- ყველა ტექნიკისა და ელექტრო მოწყობილობის (მაგ. მაგიდის სანათები, ტელევიზორი, ნათურები, ჩამრთველები, კლიმატ-კონტროლი და ა.შ.) შემოწმება, არის თუ არა მუშა მდგომარეობაში;
- ნაპოვნი ნივთების ჩაბარება პროცედურის მიხედვით;
- ინვენტარისა და ტექნიკის სუფთა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო საათები: 9 საათიდან 5 მდე (შესვენება 1 საათი);
- გრაფიკი: 5/2 ზე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსური სისტემა.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 598 187 675