7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X2KPXK5A გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

Go-Playgrounds via jobs.ge
რუსთავი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

კომპანიის პროდუქციის (სათამაშო მოედნები, ატრაქციონები და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება) გაყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, გაყიდვების მიზნების მიღწევა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება წარმოების მიზნების შესაბამისად ** ბაზრისა და შესაძლო კონკურენტების მუდმივი კვლევა, ახალი ტენდენციების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება ** გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური პროგნოზების მომზადება და ანალიზი

B2B გაყიდვები:

** კერძო სექტორი (B2B): მოლაპარაკებების წარმოება დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, დასასვენებელ ცენტრებთან, კერძო ბაღებთან/სკოლებთან და სხვა ბიზნეს კლიენტებთან. ** საჯარო სექტორი (B2B): სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესებში აქტიური მონაწილეობა (მუნიციპალიტეტები, სკოლები, საჯარო ბაღები და ა.შ.). ** მსხვილ კორპორატიულ და სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. ** სასურველია გამოცდილება საჯარო შესყიდვების (ტენდერების) პროცესებში მონაწილეობის კუთხით.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი ** გამართული კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ლიდერობის უნარი ** თავდაჯერებულობა ** ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Go-Playgrounds
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა