IT სპეციალისტი
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას მაღალკვალიფიცირებული IT სპეციალისტის (Fire alarm, Access control, Cctv, PA, Intrusion) პოზიციაზე.
ზოგადი მოვალეობები:
** კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა; ** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, მათ შორის უსაფრთხოების სისტემების; დანერგვა/კონფიგურაცია (Firealarm, Accesscontrol, Cctv, PA, Intrusion), დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა; ** შემოსული საკითხების მიღება, დამუშავება და ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა; ** IT სერვისების განყოფილებაში შემოსული ზარების, წერილების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; ** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; ** მომსახურების გაწევა და ტრენინგების უზრუნველყოფა; ** სისტემების ტესტირება, პროგრამების დანერგვა.
მთავარი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით) ** დასავლური სტანდარტების ცოდნა; ** უპირატესობა მიენიჭება მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს მსგავს სფეროში; ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა; ** პროგრამების ცოდნა, მინიმუმ: MS Office (Word, Excel, Outlook). უპირატესობა მიენიჭება AutoCAD-ის ცოდნას; ** კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა. ** პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა. ** ანაზღაურება: ხელზე ასაღები: 1700 ლარი + ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ. N3 ** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: info@flexsecure.ge და გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!