მიმტანი/ბარმენი, დამწყები მზარეული
თბილისში მდებარე "მექსიკური ბარი" აცხადებს ვაკანსიებს:
1. მიმტანი/ბარმენი
ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა და აქვს სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პოზიცია აერთიანებს მიმტანისა და ბარმენის ფუნქციებს — ჩვენი ბარის მენიუ მარტივია, გვაქვს მხოლოდ რამდენიმე კოქტეილი და მათი მომზადება შესაძლებელია ადგილზე შეისწავლოთ. ბარმენად მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია — ჩვენი სტუმრების უდიდესი ნაწილი უცხოელია; ** სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; ** სტუმრებთან მეგობრული და პროფესიონალური კომუნიკაცია; ** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** პოზიცია: მიმტან-ბარმენი; ** კვირაში 5 სამუშაო დღე; ** 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი; ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** კოქტეილების მომზადებას ადგილზე შეგასწავლით.
ჩვენი ბარი უკვე 3 წელია მუშაობს თბილისში და ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელია. ვეძებთ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და შექმნის მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს სტუმრებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.
2. დამწყები მზარეული
ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება. გამოცდილება 0-1 წლამდე.
ჩვენთვის მთავარია, გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური. გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.
სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია. სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე. სამუშაო საათები: დღეში 7-8 საათი.
ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან, ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.