გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

X7DTDHCM გამოქვეყნდა 30 ოქტ 88 ნახვა

ბიზნეს საკრედიტო ანალიტიკოსი

Ranko გარე განცხადება
₾3000–7000 / თვეში ბოლო ვადა: 22 ნოე
შესვლა და განაცხადი
ფორმა · განცხადებაში

Ranko აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ბიზნეს საკრედიტო ანალიტიკოსი

სრულად დისტანციური ანაზღაურება: 3 000 ლარი + ბონუსი საორიენტაციო შემოსავალი: 5 000–7 000 ლარი

რანკო ბიზნესებს ეხმარება დაფინანსების მოძიებაში, სხვადასხვა ბანკის შეთავაზებების მიღებასა და მათთვის შესაფერისი პირობების შერჩევაში. ამ ეტაპზე ვაფართოვებთ ბიზნესსესხების მიმართულებას და ვეძებთ გამოცდილ ანალიტიკოსს, რომელიც კლიენტის განაცხადის შემოსვლიდან დაფინანსების მიღებამდე გაუძღვება პროცესს.

რას გააკეთებთ

  • შემოსული ლიდების საფუძველზე დაუკავშირდებით ბიზნესკლიენტებს, გაარკვევთ მათი დაფინანსების საჭიროებას და შეაგროვებთ აუცილებელ ინფორმაციას.
  • დაამუშავებთ განაცხადებს და შეაფასებთ ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას, შემოსავლებს, ხარჯებს, ვალდებულებებსა და ფულად ნაკადებს.
  • მოამზადებთ განაცხადებსა და ფინანსურ ანალიზის სრულ პაკეტს ბანკის საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად.
  • ბანკებთან წარმართავთ კომუნიკაციას, უპასუხებთ მათ კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდით დამატებით ინფორმაციას.
  • მიიღებთ ბანკების საკრედიტო გადაწყვეტილებებსა და შეთავაზებებს, აუხსნით კლიენტებს პირობებს და დაეხმარებით არჩევანის გაკეთებაში.
  • კლიენტს მხარდაჭერას გაუწევთ მთელი პროცესის განმავლობაში — განაცხადიდან სესხის გაცემამდე.
  • მოგვაწვდით რეკომენდაციებს პლატფორმის პროცესების გასაუმჯობესებლად.

რას ვითხოვთ

  • მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესსესხების ანალიტიკოსად ან ბიზნესის საკრედიტო ანალიზის მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, წარმოების და მშენებლობის სფეროებში — ეს აუცილებელი პირობაა.
  • ფინანსური ანგარიშგების, ფულადი ნაკადებისა და ბიზნესის გადახდისუნარიანობის დამოუკიდებლად შეფასების უნარი.
  • Excel-ის კარგად ცოდნა და ფინანსური ინფორმაციის გასაგებად, მოკლედ გადმოცემის უნარი.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და რამდენიმე განაცხადზე ერთდროულად მუშაობის გამოცდილება.
  • უპირატესობა იქნება: ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის (არა მიკრო ბიზნესი) საკრედიტო ანალიზის გამოცდილება.

რას გთავაზობთ

  • სრულად დისტანციურ სამუშაო ფორმატს.
  • 3 000 ლარის ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას და ბონუსს გაცემული სესხების მიხედვით.
  • შედეგებზე დამოკიდებულ საორიენტაციო ჯამურ შემოსავალს 5 000–7 000 ლარის ფარგლებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: „ბიზნეს საკრედიტო ანალიტიკოსი“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა