კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
"CLC Elevator" / "სი ელ სი" - ლიდერი ლიფტების კომპანია საქართველოში, რომელიც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების აღსრულების კუთხით თავის ინდუსტრიაში პირველი და ერთადერთი კომპანიაა. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
ვაკანსია: კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
https://www.clc.ge
https://www.facebook.com/clcelevator
პოზიციის აღწერა:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** გრაფიკი: ჰიბრიდული
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 10:00-19:00-მდე
** სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
** ყოველთვიური კონტენტის გეგმის შედგენა Facebook, Instagram და LinkedIn გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფით;
** კონტენტ გეგმის მიხედვით გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალების მომზადება და განთავსება;
** ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი და განთავსება;
** პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Ads Manager) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
** ყოველთვიური სარეკლამო რეპორტინგი/ანალიტიკა, მათ შორის SEO სააგენტოსთან კომუნიკაცია და რეპორტინგის განხილვა;
** არსებული შეტყობინებების (Inbox / კომენტარების) კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულებაში მონაწილეობა;
** კამპანიის ჭრილში (საჭიროების შემთხვევაში), სარეკლამო მასალებისთვის ვიზუალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად და სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია;
** კომპანიის სიახლეების და მიმდინარე პროექტების ვებ-გვერდზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ციფრული მარკეტინგის/მარკეტინგის/კომუნიკაციის მიმართულებით;
** ვიდეო-კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** ქოფის გამართულად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** Meta, Business Manager-ის ფლობა;
** Microsoft პროგრამების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმისადმი ენთუზიაზმი;
** კრეატიულობა და ინიციატორობა.
CLC Elevator გთავაზობს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის საშუალებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სამუშაოს მრავალფეროვნებას და არა მოსაბეზრებელ რუტინას;
** ინდუსტრიის პირველი უმსხვილესი მოთამაშის მიერ ამ ინდუსტრიის მარკეტინგული თვალსაზრისით ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და პორტფელი (სასურველია თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტის ბმულების გაზიარება) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს სი ელ სი-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.