7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XGJC3HJP გამოქვეყნდა 25 აგვ 8 ნახვა

სადაზღვევო შემთხვევის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები: - სადაზღვევო შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე მისვლა; - დაზღვეულთან კომუნიკაცია; - ჩართულ მესამე მხარესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომუნიკაცია; - საპატრულოსთან კომუნიკაცია; - შემთხვევის ადგილის დასურათება; - შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: - სასურველია ინგლისური ან/და რუსულის ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - აუცილებელია ასაკი აღემატებოდეს 21 წელს; - აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია) - უპირატესობად ჩაითვლება მოპედის მართვის მოწმობა; - მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო მიმართულება).

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BjLar82b

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა