ადმინისტრატორი
სტომატოლოგიური კლინიკა სითი დენტალი ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებას და პაციენტებთან ეფექტურ ურთიერთობას.
სამუშაო მოვალეობები: - პაციენტების რეგისტრაცია და ვიზიტების დაგეგმვა - პაციენტებთან მუდმივი უკუკავშირი (ზარები, შეტყობინებები, ვიზიტების დადასტურება) - ადმინისტრაციული და მარტივი მენეჯერული ფუნქციების შესრულება - ფინანსური ოპერაციების კონტროლი და აღრიცხვა (გადახდების მიღება, სალაროს მართვა) - კლინიკის სამუშაო პროცესის მონიტორინგი და ორგანიზებაში ჩართულობა - კლინიკის ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და სთორების განთავსება - პროფესიონალური და თავაზიანი კომუნიკაცია ყველა პაციენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (აუცილებელია) - რუსული სასურველი - კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - სოციალური ქსელების საბაზისო ცოდნა
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი – პარასკევი - 11:00 – 19:00 - შაბათი და კვირა — დასვენების დღეები
ანაზღაურება: 1200 ლარი დან
თუ ხართ მოტივირებული, მოწესრიგებული და გსურთ სტაბილურ და მეგობრულ გარემოში მუშაობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV აუცილებელია ფოტოსურათით. n.chankoshvili@gmail.com