8829 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XJ30EKKB გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ლოგისტიკის მენეჯერი

ვილსმენი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სატრანსპორტო კომპანია "ვილსმენი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ვილსმენი" - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://wheelsman.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, გიორგი სააკაძის მოედანი

განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;

** სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;

** გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;

** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;

** ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;

** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

უნარ-ჩვევები:

** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;

** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვილსმენი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის