უფროსი გაყიდვების მენეჯერი/სეილს გუნდის ლიდერი
+75% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,285 ₾ · 139 განცხადება
გამოქვეყნდა 20 ოქტ (დარჩა 4 დღე) ბოლო ვადა: 20 ნოე
"ABA Auto " აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის/სეილს გუნდის ლიდერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა და მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება
- გუნდის ყოველდღიური საქმიანობის, ოპერაციული და მენეჯერული საკითხების გაძღოლა
- გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
- პროცესების ოპტიმიზაცია და მიმდინარე საკითხების ეფექტური მართვა
- ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვების სფეროში უფროს (Senior) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდის ან პროცესების მართვის (Management) გამოცდილება
- ძლიერი ლიდერული და მოლაპარაკების წარმოების უნარები
- შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 - 19:00 სთ
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 24გ
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი (2 000 - 6 000 ლარი)
განაცხადის მიღება:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის დართვა აუცილებელია) ელფოსტაზე.
სათაურის ველში მიუთითეთ - "Senior Sales Manager".