8,829 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XJWP8MNX გამოქვეყნდა 17 სექ 6 ნახვა

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

საოპერაციო ექთნის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ექთნის დამხმარეს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:00 სთ/ / ღამის ცვლა (დამატებითი ანაზღაურებით)

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და ადგილზე სწავლების შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საოპერაციო ბლოკის, ინსტრუმენტებისა და საჭირო აპარატურის წინასწარი მომზადება;
  • ოპერაციის მიმდინარეობისას საოპერაციო ექთნის ასისტირება, არასტერილური ზონის კონტროლი და მასალების დროული მიწოდება;
  • ოპერაციის შემდგომი პროცესების მართვა: ინსტრუმენტების შეგროვება, სტერილიზაციაში გადაცემა, მასალების დახარისხება და ოთახის დეზინფექცია;
  • ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
  • პაციენტის ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო პოზიციონირებაში დახმარება, კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო/პროფესიული სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (საჭირო უნარებს შეგასწავლით ადგილზე, თუმცა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე და Subject-ველში მიუთითეთ: "საოპერაციო ექთნის დამხმარე."

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა