გაყიდვების მენეჯერი
სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ბათუმში).
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა 2017 წლიდან. შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ საიტზე და გაეცნოთ კომპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას. ჩვენ ვიწყებთ ბათუმის ფილიალის განვითარებას, რაშიც თქვენი დახმარება გვჭირდება. ვეძებთ გაყიდვების მენეჯერებს ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლის დაინტერესება;
- სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმება;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება განსაზღვრულ ვადაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები
- საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ
- ჯანსაღი გარემო;
- კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მოჭრილი ხელფასი + საბონუსე სისტემა;
- კორპორატიული ნომერი;
- სამუშაო პროცესის დროს სრული მხარდაჭერა და თავისუფლება.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი-ბათუმი".
გისურვებთ წარმატებას და გელოდებით!