ლაბორატორიის რეგისტრატორი
„მეგალაბი“ აცხადებს ლაბორატორიის რეგისტრატორის ვაკანსიას:
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების მიღება და მათი საჭიროებების განსაზღვრა; - პაციენტის მომსახურება კომპანიაში განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით; - პაციენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ; - ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი); - დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება; - დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ან სტუდენტი; - სასურველია მომხმარებლებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პირობები: - სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 სთ); - დასვენება: 2 მცოცავი დღე; - ანაზღაურება: 950 Gel (Net) - ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ მომსახურებაზე. - სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://megalab.selfrecruit.ge/s/iF5aj
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.