IT ტექნიკოსი
"ITMT" აცხადებს ვაკანსიას დამწყები IT ტექნიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურს IT სფეროში პროფესიული განვითარება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება. შერჩეული კანდიდატი გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა ობიექტზე კომპიუტერული, ქსელური, ვიდეოსამეთვალყურეო და სუსტი დენების სისტემების მონტაჟის, გამართვისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები
- კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი, გამართვა და ტექნიკური მომსახურება;
- ქსელური კაბელების გაყვანა, დაქსელვა და ტესტირება (UTP, RJ45);
- ქსელური მოწყობილობების (Switch, Router, Wi-Fi) მონტაჟსა და კონფიგურაციაში მონაწილეობა;
- IP კამერებისა და DVR/NVR სისტემების მონტაჟი და გამართვა;
- სუსტი დენების სისტემების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა ობიექტზე ტექნიკური სამუშაოების შესრულება და გაუმართაობების აღმოფხვრაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- IT ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური აზროვნება და სწავლის სურვილი;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- საველე სამუშაოების შესრულების მზაობა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად).
რას გთავაზობთ
- პრაქტიკულ სწავლებას გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად;
- პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- სხვადასხვა თანამედროვე IT ტექნოლოგიასა და სისტემასთან მუშაობას;
- მრავალფეროვან ტექნიკურ პროექტებში მონაწილეობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის! ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი.
ლოკაცია: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: IT ტექნიკოსი
შემოუერთდი ITMT-ის გუნდს და განავითარე შენი პროფესიული უნარები რეალურ IT პროექტებზე!