მძღოლი
"აგრო უნივერსალ საქართველო" ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.
ვაკანსია — მძღოლი (B კატეგორია)
კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით. ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის.
ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — მძღოლი (B კატეგორია).
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან საწარმომდე და უკან, დადგენილი გრაფიკით;
- კომპანიის საჭიროებებისთვის სხვადასხვა სამსახურებრივი გადაადგილებისა და დავალების შესრულება;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისა და სისუფთავის ყოველდღიური კონტროლი;
- საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მართვის პრაქტიკული გამოცდილება და უსაფრთხო მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა და მოწესრიგებულობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
- სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18 :00 ორშაბათი-პარასკევი
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.