8979 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XQ5XR8YQ გამოქვეყნდა 2 ოქტ 4 ნახვა

ზედაზენი 2012

ზედაზენი 2012

ქსელური ობიექტების პრისეილერი

ზედაზენი 2012 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების პრისეილერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთა განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ:

შპს "ზედაზენი 2012" არის სს "ქართული ლუდის კომპანიის" (GBC) შვილობილი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს GBC-ის მიერ წარმოებული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

სს "ქართული ლუდის კომპანია" (GBC) არის ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ფართო პორტფელს.

2025 წლიდან GBC წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს. Tempo Beverages არის ისრაელის სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ინდუსტრიაში და თანამშრომლობს Heineken-თან ისრაელის ბაზარზე. Daily Group კი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1, 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.

პოზიციის შესახებ:

პოზიცია გულისხმობს ქსელურ ობიექტებთან თანამშრომლობას, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვას, მოლაპარაკებების წარმოებას, შეკვეთების მართვასა და ობიექტების მონიტორინგს.

თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გაქვთ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოლაპარაკების უნარი, გელოდებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელში და არსებულ ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
  • ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
  • გაყიდვების და მოგების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება ადგილზე;
  • ქსელში ინვენტარის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • დავალიანების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნა: საკუთარი ავტომანქანა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ზედაზენი 2012
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა