სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო "მუხრანთუბანი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პირობები:
** მუშაობის გრაფიკი: 2 დღისა და 2 ღამის (12-საათიანი სამუშაო ცვლა), საშუალოდ თვეში 15 ცვლა; ** კვებით უზრუნველყოფა; ** დაზღვევა; ** ხელფასი: 1200₾ (80₾ 1 ცვლა) + ბონუსი. ** მისამართი: ნ. ბარათაშვილის 23 (თავისუფლების მეტროსთან ახლოს)
სასურველი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება; ** ჯავშნების განხორციელება; ** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება; ** მენეჯმენტის დავალებების შესრულება; ** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება; ** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. ** BOOKING-ის ჯავშნების მიღება, კონტროლი; ** MAIL-ების კონტროლი და პასუხის გაცემა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად ელფოსტის მისამართზე mukhrantubanigvantsa@gmail.com და სასათაურო ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.