9001 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XTXM7XPM გამოქვეყნდა 1 ოქტ 10 ნახვა

კარგოპოლო

კარგოპოლო

ბუქინგის განყოფილების სპეციალისტი

კარგოპოლო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾3000 / თვეში ბოლო ვადა: 2 ნოე

"Cargo Polo" აცხადებს ვაკანსიას ბუქინგის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

"Cargo Polo"არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/სპეცტექნიკის/სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

კომპანიაში ფუნქციონირებს After sales/Support - დეპარტამენტები, რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.

სახელფასო განაკვეთი: 3000 ლარიდან გამოცდილების შესაბამისად

მოვალეობები:

  • საზღვაო ხაზებთან ბუქინგების განთავსება და მართვა;
  • ბუქინგების სტატუსებისა და ვადების კონტროლი;
  • გემების განრიგების (sailing schedules) მონიტორინგი;
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გადამოწმება;
  • Shipping Instructions-ისა და Bill of Lading-ის ინფორმაციის კონტროლი;
  • კონტეინერების მოძრაობისა და შესაბამისი ვადების მონიტორინგი;
  • საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • ინფორმაციის სწორად და დროულად ასახვა კომპანიის სისტემაში;
  • ბუქინგებთან დაკავშირებული პრობლემებისა და ცვლილებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუქინგების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (C1) - წერილობით და ზეპირად;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

კონკრეტული მითითებული გამოცდილების გარეშე კანდიდატის რეზიუმე არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კარგოპოლო
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა