7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XY7G8GDM გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

სასტუმროს ადმინისტრატორი

სასტუმრო/რესტორანი Unfound Door via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Unfound Door - Design Hotel აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები: - სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება - ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით - სასტუმროსა და რესტორნის ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით და სოციალური ქსელით. - ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე - მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებგვერდის და პლატფორმების მეშვეობით - შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება - სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

პიროვნული თვისებები: - მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა - კომუნიკაბელურობა - პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა - მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში - მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. - დაზღვევას

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო/რესტორანი Unfound Door
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა