9,035 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XZSW4A6V გამოქვეყნდა 17 სექ 2 ნახვა

Premium Leasing

Premium Leasing

მარკეტინგის მენეჯერი

Premium Leasing გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ციფრული კამპანიები: Meta Ads, Google Ads და TikTok Ads კამპანიების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
  • ანალიტიკა და რეპორტინგი (მთავარი პრიორიტეტი): ძირითადი KPI-ების (CPL, CPA, CVR, ROAS) ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯმენტთან.
  • სტრატეგიის აღსრულება: არსებული მარკეტინგული სტრატეგიისა და ბიუჯეტის ეფექტური მართვა, A/B ტესტირებების ჩატარება და კონვერსიის ზრდაზე ზრუნვა.
  • გაყიდვების გუნდთან სინქრონიზაცია: ლიდების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და CRM სისტემის კონტროლი
  • კონტრაქტორებისა და პარტნიორების მართვა: დიზაინერებთან, ვიდეოგრაფებთან, მარკეტინგის პარტნიორებსა და გარეთა სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია, მკაფიო ბრიფების მომზადება და დედლაინების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის ან Performance Marketer-ის პოზიციაზე.
  • ანალიტიკური ინსტრუმენტების ფლობა: Google Analytics 4, Google Tag Manager, Looker Studio / Power BI.
  • Рaid Ads გამოცდილება: Meta Ads Manager-ის, Google Ads-ისა და TikTok Ads-ის ცოდნა.
  • CRM: CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • პროექტების მართვა: დროის ეფექტური მენეჯმენტი, პრიორიტეტების სწორად დასახვისა და პროცესების ბოლომდე მიყვანის უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პროაქტიულობა.
  • ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - მარკეტინგის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Premium Leasing
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა