შოურუმის კონსულტანტი
საყოფაცხოვრებო ტექსტილის იმპორტიორი და მატრასების მწარმოებელი კომპანია "ანდაზი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
- სრული განაკვეთი - კვირაში 5 დღე
- 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
- სამუშაო საათები: 9:00-18:00; 13:00-22:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ ფოინთი
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმის ვიზიტორებთან კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა.
- სალაროსთან მუშაობა
- მაღაზიის გახსნა/დაკეტვის საჭირო პროცედურების ჩატარება
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ანდაზი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "ანდაზი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.