უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
+24% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,497 ₾ · 34 განცხადება
გამოქვეყნდა 14 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
"BATUMI VILLAS" ეძებს გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს უძრავი ქონების სფეროში.
მოთხოვნები
- უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი პირისპირ შეხვედრისას, ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით;
- Microsoft Office-ის კარგი ცოდნა;
- ძლიერი ინტერპერსონალური უნარები და პროფესიონალური გარეგნობა.
მოვალეობები
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის უძრავი ქონების პროექტების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტებთან შეხვედრებისა და ობიექტის/პროექტის დათვალიერების ორგანიზება;
- პოტენციურ კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
- კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვა და მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
- გაყიდვების ხელშეკრულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მათზე მუშაობა;
- დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებული ხელფასი: 1.700 - 2.000 ლარი თვეში;
- ბონუსი: 1.500 ლარი თითოეული გაყიდული უძრავი ქონებისთვის.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.