Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

Y1B4NCCD 20 Kas tarihinde yayınlandı 17 görüntüleme

MEP ინჟინერი

მეპერსი

მეპერსი

Görüşülür Oturum açın ve başvurun

20 Kas tarihinde yayınlandı (28 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun

“მეპერსი“ გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

მეპერსი აცხადებს ვაკანსიას MEP ინჟინერის (წყალმომარაგება, სახანძრო უსაფრთხოება, HVAC) პოზიციაზე

სამუშაო ადგილი - ბათუმი

სამუშაოს მიზანი: MEP სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისული მომსახურების სრული ციკლის მართვა, ტექნიკური სტანდარტების დაცვა და ობიექტების უწყვეტი, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მთავარი ინჟინერის პოზიციაზე ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ინჟინერული განათლება (MEP: წყალმომარაგება/ გათბობა/ გაგრილება/ ვენტილაცია );
  • 5- ან მეტი წლის გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • MEP სისტემების სიღრმისეული ცოდნა: გათბობის, ვენტილაცია-კონდიცირების (HVAC), წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტროობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მუშაობის პრინციპების სრულყოფილი ფლობა;
  • AutoCAD /Revit MEP- ის პროგრამებში მუშაობის მაღალი დონე;
  • დატვირთვების გაანგარიშების, აღჭურვილობის შერჩევისა და საპროექტო დოკუმენტაციის ვალიდაციის უნარი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნითი ცოდნა. (ASHRAE, BS, EN, NFPA)
  • საინჟინრო ჯგუფების ხელმძღვანელობისა და სუბკონტრაქტორებთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ბიუჯეტირების, სამუშაო გრაფიკების შედგენისა და ვადების მკაცრი კონტროლის უნარი.

სამუშაო მოვალეობები

  • უზრუნველყოს ყველა საინჟინრო პროექტის ტექნიკური კოორდინაცია; დაამტკიცოს საპროექტო გადაწყვეტილებები, გაანგარიშებები და სამუშაო ნახაზები; უზრუნველყოს საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
  • მიიღოს საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტილებები რთულ და მაღალი რისკის მქონე საკითხებზე; შეიმუშაოს და დანერგოს შიდა ტექნიკური სტანდარტები და პროცედურები.
  • უზრუნველყოს საინჟინრო სისტემების ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტა; კოორდინაცია გაუწიოს სხვადასხვა დისციპლინას; განახორციელოს ტექნიკური დავალებების ანალიზი; აკონტროლოს პროექტის ვადები და ხარისხი.
  • განახორციელოს ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების ტექნიკური კონტროლი; დაამტკიცოს მასალები და ტექნიკური დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ტექნიკური პრობლემების დროული გადაწყვეტა; მონაწილეობა მიიღოს გაშვებისა და ჩაბარების პროცესში.
  • უხელმძღვანელოს ტექნიკური მომსახურების გუნდს; დანერგოს პრევენციული მომსახურების სტანდარტები; განახორციელოს სისტემური ხარვეზების ანალიზი; უზრუნველყოს მომსახურების კონტრაქტების ტექნიკური მდგრადობა.
  • უხელმძღვანელოს დიზაინერებსა და საინჟინრო პერსონალს; ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას; მონაწილეობა მიიღოს კადრების შერჩევაში; განახორციელოს შესრულების შეფასება.
  • ხარჯთაღრიცხვის (BOQ) შესაბამისობის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციასთან; უზრუნველყოს ხარჯების ოპტიმიზაცია ხარისხის შენარჩუნებით; ტენდერებში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; შეაფასოს კონტრაქტების ტექნიკური რისკები.
  • დანერგოს ხარისხის კონტროლის მექანიზმები; განახორციელოს ტექნიკური აუდიტი;
  • შეამციროს საპროექტო შეცდომები და გადაკეთებები; უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
  • მონაწილეობა მიიღოს მაღალი დონის ტექნიკურ შეხვედრებში; წარმოადგინოს კომპანია ტექნიკურ მოლაპარაკებებში; გასწიოს ტექნიკური კონსულტაცია.
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz