8460 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y20ZN37E გამოქვეყნდა 3 სექ 0 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

Emporio Armani გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

მაღაზია "Emporio Armani Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე. ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვების გარეშე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00-20:00, 12:00-21:00

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

ჯანმრთელობის დაზღვევა

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს

აუცილებელი მოთხოვნა:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები - საკომუნიკაციო დონე;

** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;

** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;

** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;

** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;

** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;

** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: EA გაყიდვების კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Emporio Armani
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის