9983 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y2CPA39S გამოქვეყნდა 21 ოქტ 6 ნახვა

ინვენტარიზატორი

მარშე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 22 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზატორის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5). სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე. ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოში არსებული ნედლეულის, დამხმარე და შესაფუთი მასალების, მზა პროდუქციისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • საწარმოო ინვენტარის, ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ძირითადი საშუალებების რეესტრის წარმოება და განახლება;
  • ინვენტარისა და მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების პერიოდული შემოწმება და სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება;
  • ინვენტარისა და მასალების მიღების, გაცემის, გადაადგილებისა და პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის აღრიცხვა და კონტროლი;
  • გეგმური და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგება;
  • ფაქტობრივ და სააღრიცხვო მონაცემებს შორის სხვაობების, დანაკლისისა და დაზიანებული ან გამოუსადეგარი ინვენტარის გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ნედლეულის, მასალებისა და ინვენტარის ნაშთების მონიტორინგი და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა